კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებულები არიან კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და 2 მუშა. ადვოკატები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე დაკავებულების პატიმრობაში დატოვება არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაიზიარა.

ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ მუშები, რომლებიც ბინაში მუშაობდნენ, უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები ხვდებიან