კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.

კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. იგი საკმაოდ აქტიური გახდა. ხვალ ვგეგმავთ პალატაში გადავიყვანოთ, რეაბილიტაციას დასჭირდება ხანგრძლივი დრო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – მედეა ქაჯაიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 359, იმერეთში – 1 060, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 493
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა