კორპორაცია Thomson Reuters-ი 2 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

The Thomson Reuters logo is seen on the company building in Times Square, New York October 29, 2013. REUTERS/Carlo Allegri/File Photo

მედიაკომპანია Thomson Reuters-ი ორი ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კადრების შემცირება ხარჯების დაზოგვასა და მიმდინარე რესტრუქტურიზაციას უკავშირდება.

Thomson Reuters-ი თანამშრომლებს 39 ქვეყნიდან გაათავისუფლებს. სულ მედიაკომპანიას მსოფლიოში 48 ათასი ადმაიანი ჰყავს დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ სამსახურიდან თანამშრომლების ოთხ პროცენტს დაითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიდანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ონის იუსტიციის სახლში დაიწყო
შემდეგი სტატიარა აკავშირებს მიხეილ მაჭავარიანს ივანიშვილთან