კორონავრიუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; იტალიაში, 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 242 შემთხვევა შეადგინა; კანადაში covid 19-ის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე, ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რამდენიმე რეგიონში შეზღუდულია ბიზნეს საქმიანობა და გადაადგილება

20 ნოემბერს, აშშ-ში კორონავირუსისგან 2 015 პაციენტი გარდაიცვალა, რაც მიმდინარე წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-სგან უკვე 250 000 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ბოლო დღე-ღამეში, ინფიცირების 187 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ იტალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 242 შემთხვევა შეადგინა, ასევე რუსეთში, 24 საათში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან აბსოლუტურ მაქსიმუმს – 24 318 შემთხვევას მიაღწია.

“კანადაში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. კანადის რამდენიმე რეგიონში შეზღუდულია ბიზნეს საქმიანობა და გადაადგილება. სპეციალისტები ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის საფრთხეზე საუბრობენ.

20 ნოემბერს, ქ. ბელგრადში 90 წლის ასაკში, კორონავირუსისგან სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეოსი გარდაიცვალა. 4 ნოემბერიდან პატრიარქი, კორონავირუსის დიაგნოზით, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

4 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 13 დეკემბრამდე, ქ. მადრიდი 10 დღით ჩაიკეტება. 7-8 დეკემბერს, ესპანეთში ორი დღესასწაული აღინიშნება, რა დროსაც, ქვეყნის მასშტაბით მობილობა იზრდება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მადრიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ჩაკეტვა გადაწყვიტა. აღნიშნულ პერიოდში, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათიც ძალაში დარჩება.

20 ნოემბერს, იტალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 242 შემთხვევა შეადგინა. ფატალური შემთხვევების რაოდენობაც ზრდას განაგრძობს. ბოლო დღე-ღამეში, 653 პირი გარდაიცვალა.

საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქ. თესალონიკის კერძო საავადმყოფოებს წერილობით მოსთხოვა, 20 ნოემბრიდან ნებაყოფლობით გამოყონ 200 საწოლი COVID-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ამ საავადმყოფოების იძულებით რეკვიზირებას მოახდენ

20 ნოემბერს, რუსეთში, 24 საათში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან აბსოლუტურ მაქსიმუმს – 24 318 შემთხვევას მიაღწია. ასევე, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა ქ. მოსკოვსა და ქ. სანქტ-პეტერბურგში. ბოლო 24 საათში, გარდაიცვალა 461 პირი; მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 ნოემბრიდან, ქ. სანქტ-პეტერბურგში, სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლების დაშვება აიკრძალება, სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტები და საციგურაო მოედნები მუშაობას დროებით შეაჩერებენ.

19 ნოემბერს, უკრაინაში, COVID-19-ით ინფიცირების დღიური გამოვლენის მაჩვენებელი 1000 შემთხვევით გაიზარდა და 14 575 შეადგინა. გამოვლენის აღნიშნული რაოდენობა კვირის განმავლობაში მესამე ანტირეკორდია. გარდაიცვალა 229 პაციენტი”, – წერს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის თქმით, მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს ხელში ყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა
შემდეგი სტატიაამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათზე