კორონავირუსზე ტესტირება თბილისის ინფექციურში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდება

ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებებშიც იქნება შესაძლებელი. ტესტირებას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც ჩაატარებენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია და მათი შევსება მუდმივად მიმდინარეობს.

“სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისათვის 3 000 ზე მეტი ანალიზისთვის საკმარისი მარაგია და შეკვეთილია შემდეგი მარაგები. ახლა ვიწყებთ დეცენტრალიზაციას ანალიზების. იგივე ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს მომზადებული თანამშრომლები, გადავცემთ სინჯებს და ისენიც დაიწყებენ. ასევე, ჩვენი განყოფილებებია ლუგარის ლაბორატორიის, ბათუმსა და ქუთაისში ისენიც უკვემ მომზადებული არიან, ტრენინგები აქვთ გავლილი. თუ საჭირო იქნება მზად ვართ მეზობელ ქვეყნებსაც დავეხმაროთ” – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 17 პაციენტი იმყოფება
შემდეგი სტატიასაპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარება სთხოვა