კორონავირუსზე 20 ტესტის პასუხი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდნენ, უარყოფითია

კორონავირუსზე 20 ტესტის პასუხი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდნენ, უარყოფითია. საავადმყოფოში მკურნალობას კვლავ სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს. სამივე მათგანს პნევმონია აქვს, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი შედარებით მსუბუქია. ექიმის ინფორმაციით, მათი კონტაქტები და ინფიცირების წყარო დადგენილია.

კლინიკაში გუშინ ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავდათ. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, მეოთხე პაციენტი გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამავე პაციენტის ოჯახის წევრებიც არიან მოთავსებულები.

ამასთან, კლინიკაში კოვიდინფიცირებულების გარდა აკვირდებიან 58 პაციენტს. აქედან კლინკაში 19 ტესტის პასუხს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალის 25 პაციენტიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა , ერთის პასუხს კი ელოდებიან.
შემდეგი სტატიაბულგარეთის მთავრობამ ეკლესიას სააღდგომო მსახურების ნება დართო