კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს – გიგი წერეთელი

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს – “ევროპული საქართველოს” წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის.

„მას შემდეგ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსი, არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში, შეშფოთება, არ მინდა ვთქვა, რომ არის პანიკა, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი, რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს, არის გადამეტებული რეაქციები, ჯერჯერობით ამის საფუძველი მართლაც არ არის. თუმცა, სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები უნდა იყვნენ ყველაფრისთვის მზად და ამისათვის საჭიროა ძალიან აქტიური მოქმედება, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური და ასევე საქართველოში არის ძალიან სერიოზული ლაბორატორიული ცენტრი, ლუგარი. ეს ძალიან კარგია ამ მიმართულებით, მაგრამ არის ბევრი სხვა საკითხი, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

უპირველეს ყოვლისა, ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სწორად ჩვენს მოსახლეობას, დაწყებული მარტივი პროცედურებიდან, დასრულებული როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის საშუალება, პირბადე იქნება თუ სხვა რა თქმა უნდა, უნდა იყოს გონივრული გადაწყვეტილებები, რაც ეხება მიმოსვლას, საზღვრების კონტროლს და ასე შემდეგ არის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები მსოფლიოში. იგი ვეჩინეთში, მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში იყო გართულებები, ახალი შემთხვევები შემცირდა, ლეტალური შემთხვევები ამ პროვინციის მიღმა ძალიან მცირეა, აღარ არის ბოლო ორი სამიკვირის განმავლობაში. მაგალითისთვის, ვიეტნამში 16 დაავადებულიიყო და ყველა გამოჯანმრთელდა.

არის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები მსოფლიოში. იგივე ჩინეთში, მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში იყო გართულებები, ახალი შემთხვევები შემცირდა, ლეტალური შემთხვევები ამ პროვინციის მიღმა ძალიან მცირეა, აღარ არის ბოლო ორი სამი კვირის განმავლობაში. მაგალითისთვის, ვიეტნამში 16 დაავადებული იყო და ყველა გამოჯანმრთელდა. თუმცა, ნამდვილად არ შეიძლება მოდუნება, ასეთ შემთხვევებში უფრო სერიოზულზე უნდა იფიქრო და ასე დაგეგმო

პოლიტიკურ ჭრილში არ გადაგვყავს საკითხი, მაგრამ არის თემები, რომლებსაც ხელისუფლებამ უკეთესად უნდა მიხედოს და უნდა მიეხედა წინა პერიოდში, დაგეგმვის თვალსაზრისით. როცა ზამთარი მოდის, ყოველთვის ხდება მსოფლიოში აფეთქება და არის გარკვეული ეპიდემიის საფრთხე და ამას გაცილებით უკეთესი მომზადება სჭირდება. მაგალითად, ამ შეშფოთების გამო პრაქტიკულად არის პირბადეების დეფიციტი, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა და ზოგიერთ რეგიონში ათჯერ გაიზარდა ფასი. ხელმისაწვდომი თუ არ იქნა ესენციური მედიკამენტები, სადეზინფექციო საშუალებები, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში უფასოა, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ პრევენციული ღონისძიებები კარგად ტარდება. ამას სჭირდება კონტროლი და ეფექტური მოქმედება ხელისუფლების მხრიდან და არა მხოლოდ დამამშვიდებელი განცხადებები, რაც თავის თავად ცუდი ნამდვილად არ არის.

​ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არ დაუშვას იმგვარი აუცილებელი ნივთების თუ საშუალებების თუ სურსათის დეფიციტი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ვითარება და ადამიანები სასოწარკვეთას მიეცნენ რისი საფუძველიც დღეს დღეობით არ არის. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ამ პერიოდში სანამ არის ინტერესი გახადოს ცხელი ხაზი უფასო. ცხელი ხაზის დანიშნულება არის რომ უფასოდ და სწრაფად მიიღოს ინფორმაცია ადამიანმა” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი გატაცება გორის მუნიციპალიტეტში – ოკუპანტებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს
შემდეგი სტატიაჰუბერტ ქნირში: მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს წარმატებული შეხვედრა შედგა