კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი მოხსნა – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნამდე ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ისინი მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას შეძლებენ.

“კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა. შესაძლოა შეზღუდვების მოხსნა, რთული და კომპლექსური საკითხი იყოს, თუმცა რიგ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი შესაბამისი სისტემები გააჩნიათ, შეზღუდვების მოხსნის წინ, ქვეყნებს მართებთ დარწმუნდნენ იმაში, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : ივანიშვილმა გამოუშვას პოლიტპატიმრები და თუ უნდა ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს
შემდეგი სტატიათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა