“კორონავირუსს ვაქცინის გარეშე ვერ დავამარცხებთ!”

“მე ძალიან მინდა, რომ 60% [18 წელს ზემოთ მოსახლეობის] ავცრათ წელს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ.

უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია.

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მაგალითად, აღარააა ყვავილი… პოლიომელიტი, რომელიც წლის განმავლობაში 350 000 ადამიანს კლავდა, დღეს მხოლოდ ორ ქვეყანაშია დარჩენილი და ავადობა სადღაც 100-150-ის ფარგლებშია, მეტი არა.

წითელა, რომელიც კლავდა 5 წლამდე ბავშვებში, დაახლოებით, ნახევარ მილიონს ყოველ წელს, დღეს ეს ჩამოცილებულია 100 ათასს უკვე, ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ.

ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ!”-აცხადებს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ვირუსის ბლოკატორები