კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი 68 წლის მამაკაცია. მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტი აჭარაში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

მისივე განმარტებით, ასევე აჭარაში გარდაცვლილებს შორისაა 64 წლის და 84 წლის პაციენტები.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ მეოთხე პაციენტს, მარინა ენდელაძის თქმით, მის შესახებ ამ ატაპზე ინფორმაციას არ ფლობს.

„გუშინ დაფიქსირებულია ახალი გარდაცვალების ოთხი შემთხვევა, აქედან სამი აჭარაში, ერთი 68 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკაში შევიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ასევე გარდაიცვალა 64 წლის ქალბატონი მძიმე თანხმლები დაავადებებით – შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანი. 84 წლის მამაკაციც გარდაიცვალა აჭარაში. მეოთხეს შესახებ ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ“, – აღნიშნა ენდელაძემ.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 58-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე : სიფრთხილე გვმართებს, იქნებ როგორმე თბილისი ინფიცირების ბევრ შემთხვევას გადაურჩეს
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი წარუდგინა