კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 7, 2020 11:32

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

„ოთხი გარდაცვლილია, მათ შორის არის ორი აჭარაში, 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი, თერჯოლაში გარდაიცვალა, ერთი თბილისში, 83 წლის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორის დავით სარიშვილის განცხადებით, 88 წლის ქალი კლინიკაში გუშინ ბათუმიდან შეიყვანეს.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა. ამ დროისთვის კლონიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 62 შეადგინა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 7, 2020 11:32