კორონავირუსით კიდევ ერთი მარტვილელი გარდაიცვალა

სოფელ სალხინოს მკვიდრი 82 წლის ქალბატონი კორონავირუსით გარდაიცვალა, როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმღვანელი როზა ჯანაშია ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებს: ინფიცირებული ქალბატონი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და აპარატზე იყო შეერთებული.

ამასთანავე მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლონდა საიდანაც ,,თაიმერის” ინფომრაციით ერთ-ერთი სოფელ ნახარებაოს მკვიდრია და მას არჩევნების დღეს გადასატან ყუთთან ქონდა შეხება.

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიკორძაია ოცნებას: ადამიანები, რომელთაც მოისყიდით, თქვენი შიშით დაუშვებენ შეცდომებს
შემდეგი სტატიაანა დოლიძემ საარჩევნო კომისიებში 50-ამდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა