კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიპატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული მოძრაობა თბილისის მასშტაბით საქველმოქმედო პროექტს“ შენ გვერდით ” იწყებს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი