კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„კორონავირუსის აქტიური შემთხვევა არის 5 974. მათგან 50 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 31 არის ინტუბირებული ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე. ამ პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ერთი კი ცხინვალიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.

„ამჟამად, ჩვენს ცენტრში 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ოთხი არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. გვყავს ჟანგბადდამოკიდებული მძიმე პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარტვილში