კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 1 154 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 35-ის კი მძიმედ ფასდება.

„1 154 პაციენტიდან ხუთი გახლავთ კრიტიკული პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით 35-ს არ აღემატება. აღნიშნული რიცხვები, ალბათ, შეიცვლება, რადგან დაავადების გავრცელებასთან და გაზრდასთან ერთად, გაიზრდება როგორც მსუბუქი, ისე ასიმპტომური და მძიმე პაციენტების რაოდენობაც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამი პაციენტი კი მძიმედ ფასდება.

„ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი გვყავდა, გაეწერა ათი, ასევე დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა. ამ 33 ინფიცირებულიდან ერთი კრიტიკულად მძიმე და სამი კი მძიმე პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ასევე გაათავისუფლოს გიორგი რურუა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი ოპოზიციის კონსოლიდაციაა, სჯობს, ენერგია ამისკენ მივმართოთ