კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევა ცნობილი პაციენტების კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტიდან ორი მათ ცენტრშია მოთავსებული.

საერთო ჯამში კი, ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ დილას ამ დროისთვის 108 პაციენტი გვყავდა, ახლა გვყავს 115. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ შვიდი ახალი დადასტურებული შმეთხვევაა. აქედან ორი ჩვენთან არის, დანარჩენი ხუთი არის სხვა კოვიდის მიმღებ ცენტრში. 115 პაციენტიდან 55 პაციენტი არის ჩვენი პაციენტი. დანარჩენი არის ცხრა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში. ჩვენთან 32 ინფიცირებული რჩება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალი ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს, ეზუგბაია ამბობს, რომ ისინი ცნობილი პაციენტების კონტაქტებია.

„კონტაქტებია ცნობილია, ცნობილი პაციენტების კონტაქტებია. ბოლო ორი პაციენტის წყარო არის დაუდგენელი, ჯერჯერობით ვერ ხდება პირველწყაროს დადგენა. ამ ერთ-ერთი ჯგუფიდან არის ორი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. ამათი წყარო ცნობილია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი რჩება