კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის განვლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას ორი კვირის განმავლობაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანას ჯამში 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დილის შემდეგ არ გაზრდილა, მაგრამ ამ ეტაპზე ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა