კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის წლისთავზე ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდა თვითიზოლაციაში იმყოფება.

„რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურის მხრიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ჩვენი საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან- დავით ზალკალიანი ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი