კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, მძიმე პაციენტებიდან, ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი, ოკუპირებული ცხინვალიდან.

„დღეს გვყავს 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე, აქედან 31 ინტუბირებულია და 30 „სიპაპ“ რეჟიმზე იმყოფება, ამ მძიმე პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ერთი კი, ცხინვალიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა