კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პირს შორის ერთ-ერთი საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა

admin
ავტ.: admin მარტი 16, 2020 12:00

კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პირს შორის ერთ-ერთი საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა

პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსებული მგზავრებიდან 47 წლის ქალს, ჩამოსვლიდან მეორე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის, ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ახლადინფიცირებულ ქალთან ერთად მყოფი ყველა მგზავრი ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის, ორი სასტუმროს სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონაში არიან გადანაწილებული. მათ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები აკვირდებიან. ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 110 ადამიანი იმყოფება. 7-მა პირმა უკვე გაირა საინკუბაციო პერიოდი და მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი. 3 ადამიანი კი თვითიზპოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

admin
ავტ.: admin მარტი 16, 2020 12:00