კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4 000-ს აჭარბებს

საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 752 855 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 688 781 გამოჯანმრთელდა, 10 435 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 2 003 963, დღიურად აცრილია – 3 453.

ამასთან, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი, გარდაიცვალა 68.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის, ერეკლე II-ის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს
შემდეგი სტატიაექიმი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია