კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დილის მონაცემებით, ​კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს რუსთავის საგამოცდო ცენტრში განუცხადა, სადაც გამოცდების მიმდინარეობს პროცესს გაეცნო.

გორგოძის ინფორმაციით, ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. 25-ივე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი დილის 08:00 საათზე ერთდროულად დაიწყო.

სოფიო გორგოძის განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.

ცენტრის დირექტორმა პირველი საგამოცდო დღეც შეაჯამა. მისი თქმით, პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი ხოშტარიას – მიწიდან ქვის აღებაზეც კი არ დავხარჯავ მისთვის ენერგიას
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა