კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ფოთში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ფოთში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ თვითიზოლაციაში მყოფ ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას რესპირატორული სიმპტომები მე-12 დღეს გამოუვლინდა და „პისიარ“ კვლევამ დადებითი პასუხი ანახა. პაციენტი ფოთის კოვიდ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის 26 კონტაქტია გამოვლენილი, ნიმუშები გაგზავნილია კვლევისთვის ლაბორატორიაში და პასუხი სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი,“ – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 175, იმერეთში 38, თბილისში კი, 32 გამოვლინდა