კორონავირუსით ინფიცირების ცამეტი ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

კორონავირუსის ცამეტი ახალი შემთხევა გამოვლინდა მარტვილში, რომელთაგან ერთი ინფიცირებული ქუთაისს განეკუთვნება, თუმცა, მას კონტაქტები აქვს მარტვილში.

ინფიცირებულებს შორის არიან რამოდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, თამარ კუპრავას ოჯახის წევრები, გარდაცვლილის ძმა, დედა და შვილი, ხოლო მამას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ასევე, ინფიცირებულებს შორის არის პირველი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ,,თაიმერის” ინფორმაციით, არჩევნების დღეს რეგისტრატორი იყო.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმღვანელი, როზა ჯანაშია ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

ინფიცირებულები სოფლების მიხედვით ასე ნაწილდება : მუხურჩა, სალხინო, ჭყონი და მარტვილის ცენტრი.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს