კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 532-მდე გაიზარდა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ორი პოლიციელია ხოლო დანარჩენი შემთხვევები მარტვილის სოფლებზე ნაწილდება და ძირითადად ოჯახური ინფიცირების შემთხვევებია.

მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდა, სწორედ ამ დღიდან დღემდე აღრიცხულია დაინფიცირების 532 შემთხვევა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიგამოყენებული აგენტის იარლიყი ადვილად არ ირეცხება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:ივანიშვილმა ქართველ ამომრჩეველს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება, ქართულ საზოგადოებას კი თავისუფლების განცდა!