კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის არის მარტვილის მერიის თანამშრომელი, ასევე ინფიცირებულია ორი სკოლის მასწავლებელი საიდანაც ერთი სოფელ ნაუხუნაის საჯარო სკოლას უკავშირდება სადაც კორონავირუსი უკვე მე- 3 მასწავლებელს დაუდასტურდა ასევე ინფიცირებულია მარტვილის ,,ევექსი კლინიკების” ექიმი და სასწარაფო დახმარების თანამშომელი.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებს მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მისივე თქმით კორონავირუსით მე-4 პაციენტი რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ის სოფელ მუხურჩას მკვიდრია.

ავტორი: აკო ქიქავ

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 443 თბილისში გამოვლინდა, 676 – აჭარაში, 541 – იმერეთში
შემდეგი სტატიაკორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველ 17 წამში, ევროპაში, კორონავირუსისგან 1 ადამიანი კვდება