კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა მარტვილში

კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მარტვილში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორი მძღოლი, ერთი ექიმი და ერთი ექთანი. როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ თუ ასე გაგრძელდება ინფიცირება სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პრობლემა ნამდვილად შეიქმნება თუმცა მათივე თქმით ამ დროისთვის პრობლემა არ არის.

ინფიცირების შემთხვევები მარტვილის სოფლებზე ნაწილდება და როგორც მარტვილის საზოგადოევრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა და ახალი შემთხვევები ძირითადად ოჯახური კონტაქტებია.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიროგორ ამარტივებს ცხოვრებას თიბისის გამოწერის ინოვაციური მოდელი
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია : გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი