კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი მარტვილში

მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ გუშინ სულ 95 ადამიანი გაიტესტა საიდანაც 17 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასევე მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა მარტვილში, როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ ასაკოვანი ქალბატონი ბინაზე მკურნალობდა და ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მარტვილში სულ კორონავირუსით გარდაცვალების 12 შემთხვევაა აღრიცხული.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში, ხმის ჩამწერი სტუდიის – შპს “ინ და ჰაუსის” სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა
შემდეგი სტატიარას ურჩევს ოთარ კვირიკაშვილი ალეკო ელისაშვილს