კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში კორონავირუსით დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარტვილოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ გაიტესტა 80 ადამიანი საიდანაც 16 დადებითია.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებს ინფიცირებულებს შორის ორი პოლიციელია ხოლო ერთი საქართველოს ფოსტის თანამშრომელი.

სხვა შემთხვევები მარტვილის სოფლებზე ნაწილდება.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაპროკურატურა ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს