კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში დღეს კორონავირუსით ინფიცირების თორმეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის არის ერთი ექიმი. ინფიცირებულები მარტვილის სხვადასხვა სოფლებიდან არიან და მათი უმრავლესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.

მარტვილის საზოგადოებვრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიშეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე შეამცირა – ივანე მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაკორონავირუსით მარტვილის მკვიდრი გარდაიცვალა