კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენ 6 პირს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობდა 10-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება