კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 1770-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1,770-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2,048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70,548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10,844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს
შემდეგი სტატიაიურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ