კორონავირუსით გარდაცვლილი სერგო მელაძე ახალციხის თეატრის მსახიობი იყო

ბარსელონაში კორონავირუსით გარდაცვლილი სერგო მელაძე, უნიჭიერესი მსახიობი წლების განმავლობაში ახალციხის თეატრში მუშაობდა. მან წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
„ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო, უნიჭიერესი, საოცარი პიროვნება. 22 წელი იმუშავა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მათ შორის ადმინისტრატორის თანამდებობაზე“,– ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.
სერგო სკოლის დამთავრების შემდეგ ოც წელზე მეტი ახალციხეში, ბოლო 15 წელი კი ბარსელონაში ცხოვრობდა მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად.
მისმა თანაკლასელმა ლია ანთიამ იგი ბოლოს მან შარშან ზაფხულში ნახა, როდესაც 25 ივნისს სერგო ბარსელონადან საქართველოში ჩამოფრინდა სკოლის დამთავრების საიუბილეო ბანკეტზე. „ყველას გვიხუტებდა სერგო გულში, გვეფერებოდა. საოცრად გამორჩეული პიროვნება, უნიჭიერესი მსახიობი…მომავალ შეკრებას სექტემბერში ვგეგმავდით… ყველას ძალიან დაგვწყდა გული“, – ამბობს ლია ანთია.

banner
წინა სტატიაშიდღეს ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება