კორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის პატიმარმა შვილმა, მას შემდეგ, რაც დედის სიკვდილი გაიგო, ციხეში თავი მოიკლა.

პენიტენიციური სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის პატიმარმა შვილმა, მას შემდეგ, რაც დედის სიკვდილი გაიგო, ციხეში თავი მოიკლა. შემთხვევა ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში მოხდა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმარმა, 31 მარტს, შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან სატელეფონო ზარი განახორციელა, რა დროსაც დედის გარდაცვალება შეატყობინეს.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიპოზნერმა და მისმა მეგობრებმა “ვინოტელი” პოლიციის სპეციალური კორდონით დატოვეს
შემდეგი სტატია“შემაშფოთებელია” – იან კელი პოზნერის ვიზიტზე