17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ შიმშილობა დაიწყო

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა დაიწყო.

გაიოზ ჩარკვიანმა მანამდე საგამოძიებო უწყების შენობასთან უწყვეტი აქცია დააანონსა და გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრა მოითხოვა.

გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

„მე ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას. მე ხომ გითხარით ერთხელ პროკურორებო – ცოცხალი გაიოზ ჩარკვიანის არ შეგეშინდეს?! მკვდარი გაიოზ ჩარკვიანის შეგეშინდებათ მაშინ,“ – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიყურძნის ფასზე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ფერმერებმა ყვარელში პროტესტი შეწყვიტეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა