კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 – ბათუმში, 2 – იმერეთში, ერთი – გორში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში -3, იმერეთში- 2, გორში – ერთი.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიქალაქ წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშიდან , 40 პასუხი კოვიდ დადებითია