კორონავირუსით გარდაცვლილ 56 წლის ექიმს თანხმლები დაავადებები არ ჰქონია

ბათუმში კორონავირუსით მე-6 ექიმი გარდაიცვალა. 56 წლის მადონა ტაკიძე პედიატრი იყო და ქობულეთის რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდა.

დაინფიცირებულ ექიმს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რის გამოც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ბოლო 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა და რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

როგორც 56 წლის ექიმის ახლობლები ამბობენ, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე – საერთაშორისო მისიების პირველი შეფასება ისეთ დროს გაკეთდა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ არ იცოდნენ დარღვევების ყველაზე ხილული ნაწილის, გადაკეთებული ოქმების შესახებ
შემდეგი სტატიაკობახიძე: ამ არჩევნებს ჰყავს ლუზერები