კორონავირუსით ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირი გარდაიცვალა

2021 წლის 27 დეკემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 33 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია) – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ის მკურნალობის კურსს გადიოდა თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: სახელმწიფო ინსპექტორის შემდეგ, ახლა მოსამართლეებს მიადგნენ
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 დეკემბრისთვის