კორონავირუსით 23-ე გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო

კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო. 60 წლის კაცი თავდაპირველად ქუთაისში, შემდეგ თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 15 სექტემბერს ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ლევან გოფოძის თქმით, ინფიცირებულის მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობდა, თუმცა გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტს გული გაუჩერდა. მედიკოსების ჩარევით კაცს სიცოცხლის ნიშნები დაუბრუნდა. დღეს კი გულის შეტევა ისევ განმეორდა.

60 წლის კაცს კორონავირუსთან ერთად გულ-სისხლძარღვთა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კულუმბეგოვი: ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ინფექცია ვმართოთ
შემდეგი სტატიააბაშის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა