კორონავირუსით 2 პაციენტი აჭარაში, ერთი კი – თბილისში გარდაიცვალა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი კი თბილისში.

​მისივე ინფორმაციით, ყველა მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ არის მატება, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი მატება და ვფიქრობ, სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება შეკავება პროცესის.

გუშინ გარდაიცვალა 3 პაციენტი. აქედან, ორი აჭარაშია, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, შესაბამისად, განვითარდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა 57 წლის ქალი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები,”-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი.

ამასთან, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 31-ს შეადგენს

სულ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.​

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5650 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რიცხვი კი 800-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე : სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება
შემდეგი სტატიაზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – მათი ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია