კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ჯამში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მოჯაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი