კორონავირუსისგან განკურნებულმა მესამე პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა

“კორონავირუსისგან განკურნებულმა მესამე პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა.აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია. მისივე თქმით, ისევე, როგორც დანარჩენი განკურნებული პაციენტების შემთხვევაში, ამ ადამიანმაც ორკვირიანი თვითიზოლაციის წესი მაინც უნდა დაიცვას. სულ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი ცენტრი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მინდა, ვთხოვო სასულიერო პირებს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა არანაირად შეურაცხყოფს ვინმეს რწმენას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: დღეს მქონდა კომუნიკაცია პაოლო მალდინისთან და თავს უკეთ გრძნობს