კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია.

“ამ ეტაპზე 150 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, გამოჯანმრთელებულებთან შედარებით. ჩვენთან გუშინ შემოვდა 3 დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო შემთხვევა. ისინი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 პაციენტი. მათში პრობლემური, მძიმე პაციენტი აღარ გვყავს” – მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება
შემდეგი სტატიაბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 9 პირი დააკავეს