კორონავირუსის ვაქცინაციისას რუსებს სექსისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს

კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისას სასურველია სექსისგან თავის შეკავება – რუსებს ასეთი მოწოდებით სარატოვის მხარეში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დენის გრაიფერმა მიმართა – რუსული “რია” ავრცელებს. მისი თქმით, ასეთი რეკომენდაცია გაცემულია იმასთან დაკავშირებით, რომ სექსი ბევრ ენერგიას მოითხოვს.
“ამიტომ ჩვენ ხალხს, რომელთაც ვაქცინა გაიკეთეს, ვაფრთხილებთ, რომ მომატებული ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის სექსით დაკავება ვაქცინაციის შემდეგ სასურველი არ არის” – გრაიფერმა თქვა.
მანამდე ექსპერტმა ალექსეი გინცბურგმა, ასევე, თქვა, რომ გაგრძელებული ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმში გლუკოზის დეფიციტს იწვევს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაზე ნეგატიურად მოქმედებს. მან ხალხს მოუწოდა მონაწილეობა არ მიიღონ მარათონებსა და ცურვაში.

banner
წინა სტატიაშითალიბებმა მოსკოვს პირობა მისცეს, რომ შუა აზიას ხელს არ ახლებენ
შემდეგი სტატია9 ივლისის ეპიდვითარება საქართველოში- გამოვლინდა ახალი შემთხვევები