კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 61 441 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ – გვერდზე, დღეს, 09:00 საათის მდგომარეობით, 61 441 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს არსებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლია.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 58 552-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 27 754 ადამიანმა გამოთქვა. 11 944 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 7909 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 5397-მა ადამიანმა გამოთქვა, 3 541 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 736 -ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს