კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველ 17 წამში, ევროპაში, კორონავირუსისგან 1 ადამიანი კვდება

19 ნოემბრის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 36 176 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 653 ფაქტი გამოვლინდა. ევროპაში, გარდაცვლილთა რაოდენობით, გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, იტალია მეორე ადგილზეა. ამჟამად, იტალიისთვის მთავარ გამოწვევას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობა წარმოადგენს. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 20 ნოემბრიდან, იტალიის რეგიონი აბრუცო რისკის ყველაზე მაღალ „წითელ ზონაში“ გადავა.

ბულგარეთი, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) ფარგლებში, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს.

18 ნოემბერს, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ხორვატიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური ანტირეკორდი დაფიქსირდა. მათ შორის, სერბეთში – ინფიცირების 6 109 ფაქტი დაფიქსირდა,

აშშ-ში კორონავირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა 250 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 11,5 მილიონს მიაღწია. აშშ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში როგორც ინფიცირებულთა, ისე დაღუპულთა რაოდენობით; 19 ნოემბრიდან, ქ. ნიუ-იორკში სკოლები დაიხურა ქალაქის მოსწავლეთა ინფიცირების 300 000 ფაქტი გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან პირველად, 18 ნოემბერს, რუსეთში, დღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 23 000-ს გადასცდა (23 610). შედეგად, რუსეთი ევროპაში მეორე ქვეყანა გახდა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, რეკორდულად მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი (463 ფაქტი) დაფიქსირდა;

უკრაინაში, COVID-19-ით ინფიცირების დღიური გამოვლენის მნიშვნელოვანი ზრდა (13 357 შემთხვევა) დაფიქსირდა. გარდაიცვალა 257 პაციენტი.
მეორე დღეა პოლონეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი – 637 ფაქტი ფიქსირდება. ასევე, 24 000-მდე გაზრდილია ინფიცირების დღიური გამოვლენის მაჩვენებელიც (23 975).

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიამარტვილის მერიის კიდევ ერთ თანამშომელს კორონავირუსი დაუდასტურდა