კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; გერმანიაში, შვედეთში, კვიპროსში, ლიეტუვასა და ლატვიაში გართულებული ეპიდვითარების გამო, ჩეხეთის მთავრობამ აღნიშნული ქვეყნები „წითელ“ ზონაში შეიყვანა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ბელგიაში მოხუცებულთა თავშესაფრები, კორონავირუსის პანდემიის დროს „მიატოვეს“, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის შეფასებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა 60% სწორედ მოხუცებულთა თავშესაფრებზე მოდის.

როგორც უცხოური მედია წერს, ინფიცირებულების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა რუსეთში, ასევე გართულებულია ეპიდვითარება გერმანიაში, შვედეთში, კვიპროსში, ლიეტუვასა და ლატვიაში.

„გერმანიაში, შვედეთში, კვიპროსში, ლიეტუვასა და ლატვიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 16 ნოემბერს, ჩეხეთის მთავრობამ აღნიშნული ქვეყნები „წითელ“ ზონაში შეიყვანა. ამ ქვეყნებიდან მომავალმა ვიზიტორებმა ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთამდე ან PCR ტესტი ან სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ;
16 ნოემბერს, პოლონეთში, კორონავირუსით ინფიცირების 20 816 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 143 პაციენტი;
24 ნოემბრიდან, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 8 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გადაწყვეტილება „გადაცემათა ჯაჭვის“ გაწყვეტის მიზნით იქნა მიღებული.
რუსეთში, COVID-19-ით ინფიცირების 22 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მორიგი ანტირეკორდია. გარდაიცვალა 303 პაციენტი“, – წერს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: ლოკდაუნს ვერ გამოვაცხადებთ, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ტინი კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი, ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა