კორონავირუსის შეტევა მიკონოსზე, სანტორინზე, კორფუზე, როდოსსა და კრეტაზე: საბერძნეთი ხურავს ბარებს შუაღამიდან დილის 7 საათამდე და ითხოვს შვედი, ესპანელი და ჰოლანდიელი მოგზაურების ჩამოსვლას ტესტის უარყოფითი შედეგის მტკიცებულებით

კორონავირუსის შეტევა მიკონოსზე, სანტორინზე, კორფუზე, როდოსსა და კრეტაზე: საბერძნეთი ხურავს ბარებს შუაღამიდან დილის 7 საათამდე და ითხოვს შვედი, ესპანელი და ჰოლანდიელი მოგზაურების ჩამოსვლას ტესტის უარყოფითი შედეგის მტკიცებულებით

• საბერძნეთმა ღამის საათებში კომენდანტი გამოაცხადა რესტორნებისა და ბარებისთვის გარკვეულ ადგილებში
• სივრცეები უნდა დაიხუროს შუაღამით დილის 7 საათამდე სამშაბათიდან
• ოფიციალურმა პირებმა ასევე დააწესეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მხრიდან შესვლის ახალი შეზღუდვები
• ბრიტანელი დამსვენებლები ესპანეთის კარანტინის ამოქმედების შემდეგ საბერძნეთში მიემართებიან

მას შემდეგ, რაც კორონავირუსულმა ინფექციამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, საბერძნეთმა ზოგიერთ ტურისტულ ლოკაციაზე ღამის საათებში კომენდანტი გამოაცხადა რესტორნებისა და ბარებისთვის.

ორშაბათს მთავრობის წარმომადგენელმა ასევე გამოაცხადა ახალი შესვლის შეზღუდვები ბალკანეთიდან ჩამოსულებითვის და ფრენების მგზავრებისთვის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან.

საბერძნეთი ბრიტანეთის მზისმოყვარულთათვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი გახდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამოგზაურო რჩევები შეცვალა და ესპანეთიდან ინგლისში დაბრუნებულთათვის ორ-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულო გახადა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 5,623 კოროვირუსული შემთხვევა და 212 დაღუპული დაფიქსირდა.

ის ადგილები, სადაც საკვები ობიექტები და ბარები დაიხურება შუაღამით დილის 7 საათამდე, მოიცავს მიკონოსის, სანტორინის, კორფუს, როდოსისა და კრეტას პოპულარულ კუნძულებს. ამის შესახებ პრესსპიკერმა არისტოტელია პელონიმ განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი თქმით, შეზღუდვა ამოქმედდება სამშაბათიდან 23 აგვისტომდე.

გარდა ამისა, 17 აგვისტოდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან ფრენების ყველა მგზავრმა ჩამოსვლისას უნდა წარადგინონ COVID-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი.

ნეგატიური ტესტის მტკიცებულების წარდგენა ასევე საჭირო იქნება მათთვის, ვინც ქვეყანაში შემოდის სახმელეთო გზით, მათ შორის საბერძნეთის მოქალაქეებისთვისა და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის.

Covid-19 ინფექციის ბოლოდროინდელი აფეთქების შემდეგ გამკაცრებულ კონტროლთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა ძალაში შევა 17 აგვისტოდან.

სავალდებულო ტესტი გაკეთებული უნდა იყოს შესვლამდე არაუმეტეს 72 საათისა.

16 აგვისტოდან ალბანეთიდან ყოველდღიურად მხოლოდ 750 ადამიანი დაიშვება, განაცხადა პელონიმ.

კვირა დღეს, დაავადების პირველი გავრცელების შემდეგ, საბერძნეთში კორონავირუსული ინფექციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 203 შემთხვევა, დაფიქსირდა.
თებერვლის ბოლოს პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ინფექციათა საერთო რაოდენობა ქვეყანაში არის 5,623. პანდემიის დაწყების დღიდან საბერძნეთში 212 დაღუპული დაფიქსირდა.

მთავრობამ ასევე შეაჩერა საზოგადოებრივი თავშეყრები, მათ შორის შოუები და კონცერტები, სადაც მაყურებელი ფეხზე დგას.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბრიტანელი დამსვენებლები ესპანეთის ნაცვლად საბერძნეთს ირჩევენ, მიუხედავად ქვეყანაში კოროვირუსული შემთხვევების გაზრდისა – საფრანგეთში კი მეორე ტალღის შიში კიდევ უფრო იზრდება.

უცხოეთში დასვენების გამო სასოწარკვეთილი ბრიტანელების ყურადღება საბერძნეთის ლოკაციებმა მიიპყრო, მათ შორის – კრეტა, კორფუ და სანტორინი, როგორც The Sunday Telegraph გვამცნობს.

ადრე Skyscanner– ზე, ფრენების დაჯავშნის ვებ-გვერდზე, ყველაზე სასურველი მიმართულებები იყო იბიცაა, ბარსელონა და მალაგა, მაგრამ ისინი ახლა ტოპ 10 – ში აღარ შედიან, რადგან დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეცვალა სამგზავრო რჩევები და ესპანეთიდან ინგლისში დაბრუნებულთათვის ორ-კვირიანი კარანტინი სავალდებულო გახადა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთის პოლიციამ დაშალა ,,კოროვირუსული წვეულება,” სადაც, სავარაუდოდ, სტუმრები ცდილობდნენ დაავადების მიზანმიმართულად გავრცელებას – ქვეყანა კი განიცდის შემთხვევათა მკვეთრ ზრდას, მთელს ევროპაში შემთხვევათა მატების ფონზე.

60-ზე მეტი ადამიანი იპოვნეს კარავში ტენერიფის სანაპიროზე, რასაც პოლიციამ უწოდა ,,სანაპიროზე შეკრება Covid-19-ის გასავრცელებლად”, სავარაუდოდ, იმუნიტეტის გაძლიერების იმედით.

სამოქალაქო გვარდიის ოფიცრებმა დაშალეს შეკრება, ახალგაზრდები კი იძულებულნი გახდნენ, აეღოთ კარვები, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს წვეულება “სერიოზული საფრთხეს” წარმოადგენდა იმის ფონზე, რაც ესპანეთში გასულ კვირას 25 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა.

ესპანეთში უკვე მოუწიათ მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების დაწესება, რაც სერიოზული დარტყმაა მისი ტურიზმზე დამყარებული ეკონომიკისთვის, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ დაფიქსირებული შემთხვევების ზრდის შედეგად, საფრანგეთი, გერმანია ან ჰოლანდია ბრიტანეთის საკარანტინო სიაში აღმოჩნდეს.

საზაფხულო არდადეგები გერმანიასა და იტალიაში მზარდი შემთხვევების მიზეზად დაასახელეს, ხოლო საფრანგეთმა გაამკაცრა სახის ნიღბების გამოყენების წესები ტურისტულ ლოკაციებზე, როგორებიცაა პარიზი და ხმელთაშუა ზღვის კურორტი სენ-ტროპე.

ამასთან, ევროპამ ჯერ კიდევ ვერ დაინახა სიკვდილიანობისს ან ჰოსპიტალიზირების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, ტესტირების დადებითი შედეგის მქონე ადამიანთაგან კი ბევრი ახალგაზრდაა და ნაკლებად მოწყვლადი დაავადების მიმართ

banner
წინა სტატიაში„ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა
შემდეგი სტატიაკორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა