კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჯან-მიშელ ბლანკმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი დაიწყო, სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბლანკემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში აგვისტოს ბოლოდან კორონავირუსის შემთხვევბის ზრდა შეინიშნება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 433 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 31 000 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში“ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!” – სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიაზვიად კირტავა : ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება