“კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია აშკარად იკვეთება”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციაც გამოჩნდა.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც, რომელიც ორი დღეა, რვა პროცენტზეა.მინისტრის მოადგილის თქმით,  ასეთ ვითარებაში  მნიშვნელოვანია, ეპიდსიტუაციის სტაბილურობის ტენდენცია შენარჩუნდეს.

„აშკარად იკვეთება სტაბილიზაციის და უკვე კლების ტენდენციაც. კარგია, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინაც და დღესაც რვა პროცენტი იყო. ამდენად, ეპიდემიოლოგიური გარემო უფრო კეთილსაიმედო ხდება და შანსი იმის, რომ გახსნის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ კიდევ განმეორებით მატებას, უფრო მეტია. ასეთ პირობებში ჩვენთვის მთავარია, რომ ამგვარი ტენდენცია შევინარჩუნოთ და დადებითობის მაჩვენებელი  ხუთი პროცენტი არის ის ნიშნული, რომელზეც ვფიქრობთ, უკვე შესაძლო იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გახსნაზე საუბარი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც
შემდეგი სტატიაბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე